Thursday, May 6, 2010






პ რ ო ე ქ ტ ი



1.პროექტის სახელი: ძველი ქართული მწერლობა.

2.პროექტის მოკლე აღწერა 1-2წინადადებით:ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის შესწავლისას ვცდილობთ ვეზიაროთ სიტყვის დაბადების ერთ ყველაზე დიდ საიდუმლოს.

3.პროექტის სრული აღწერა:ნებისმიერი მწერლობა ეროვნული სულის გამოხატულებაა.კონკრეტული პიროვნებები იბადებიან და კვდებიან,ერი თავისი არსით უკვდავია.ქართული მწერლობა თხუთმეტსაუკუნოვანი მთლიანობაა,თუმცა ჩვენ მისი განვითარების ტენდეციებს თუ კულტურულ–ისტორიულ წინამძღვრებს ცალკეულ მონაკვეთებად ვყოფთ.
ძველი ქართული ლიტერატურის ჩვენი კულტურული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.არ არსებობს კაცობრიული ყოფის არცერთი ცოტად თუ ბევრად მნიშვნელოვანი პრობლემა თუ საკითხი, რასაც ჩვენი წინაპრები არ შეხებოდნენ.
საზოგადოდ ქართული ლიტერატურა სამ პერიოდად იყოფა:ძველი,ახალი,უახლესი ქართული ლიტერატურა ძველი ქართული ლიტერატურა იწყება მეხუთე საუკუნიდან და მთავრდება მეცხრამეტე საუკუნის ოცდაათიან წლებში(იოანე ბატონიშვილის "კალმასობით").
ძველი ქართული მწერლობის პირველი პერიოდი სასულიერო ხასიათისაა.საერო ლიტერატურა ჩვენში მხოლოდ მე–11საუკუნიდან აღმოცენდა დაგანვითარდა.ქრისტიანობა უაღრესად მწიგნობრული რელიგიაა.როგორც კი ესა თუ ის ერი ქრისტიანობას მიიღებდა,მაშინვე იწყებოდა მის ენაზე საღვთო წერილისა და სხვა ქრისტიანული ლიტერატურის თარგმნა.
სასულიერო მწერლობის ძირითადი ჟანრებია:ჰაგიოგრაფია და ჰიმნოგრაფია. ჰაგიოგრაფია სასულიერო პროზაა, ხოლო ჰიმნოგრაფია კი სასულიერო პოეზია.

4.მონაწილეთა ასაკი:15-16წლის მოსწავლეები.


5.ვადები/ხანგრძლივობა:8-10კვირა.

6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:პრაქტიკული და ჯგუფებში მუშაობა.პროექტის განხორციელება მოსწავლეებს განუვითარებს მიღებული ცოდნის და გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყენების უნარ–ჩვევებს.
პროექტზე მუშაობის დროს აუცილებელია მოსწავლეთა ლიდერობა პროექტის განხორციელებისა და წარდგენის ფაზებში,ისტ–ის გამოყენება პროექტის განხორციელების და შეფასების პროცესში.

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:შედეგი თვალსაჩინოდ და დამაჯერებლად იქნება წარმოდგენილი ,თუ შეიქმნება წერილობითი დოკუმენტი.



8.სარგებელი სხვებისთვის:ძველი ქართული მწერლობის პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებს აქვთ მრავალმხრივი სამუშაო კონკრეტული პრობლემის და ინიციატივის განსახორციელებლად. პროექტი უზრუნველყოფს მოსწავლეთა კვლევით– შემოქმედებითი,
თანამშრომლობითი და კომუნიკაბელური უნარ–ჩვევების განვითარებას.

9.სამუშაო ენა:ქართული.

10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან: –

11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტორიის და ლიტერატურის კავშირი, მოსწავლეთა აქტივობაზე დაკვირვება, ჯგუფებმა სწორი დასკვნები გამოიტანეს თუ არა. ისტორიული ფაქტები და მათი შეფასებები, ძველი ქართული ენისათვის დამახასიათებელ ფორმებზე დაკვირვება.


12.პროექტის ფასილიტატორი:მარიკა მეგუთნიშვილი.

13.ფასილიტატორის ელ.ფოსტა:marika.dza@gmail.com

14.პროექტის ფორუმი:–

15.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:–






No comments:

Post a Comment